ფიროსმანის შემოქმედება

ნიკო ფიროსმანაშვილის ხელოვნების გაგებას, დაფასებას და აღიარებას დიდი დრო დასჭირდა. ნიკოს აღმოჩენის შემდეგ პირველი, ვინც შეეცადა მისთვის კუთვნილი ადგილი დაემკვიდრებინა ერის ცხოვრებაში, იყო ცისფერყანწელთა ჯგუფი, კერძოდ მისი თავკაცები – ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი. ძიება, ანალიზი, კამათი, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ბოლოს და ბოლოს მოვიდა აღიარებაც... 1919 წლის 4 მაისს ფიროსმანის ნამუშევრები წარმოდგენილი იქნა ქართველ მხატვართა პირველ დიდ გამოფენაზე თბილისში. გამოფენას ფართოდ გამოეხმაურა პრესა, ხელოვნების მცოდნეები, მხატვრები. დავით კაკაბაძე წერდა: “ ჩვენში ფიროსმანაშვილი არის თანამედროვე პირველი სახალხო მხატვარი. თანამედროვე ევროპის მხატვრებში იშვიათად ნასწავლი. მისი შემოქმედება არ ისაზღვრება რომელიმე ერთი სახით. ის მრავალფეროვანია”... ადამიანი თავის ცხოვრებას აზროვნებით ამართლებს, მისი სიდიადეც სწორედ ამაშია, ამიტომაცაა იგი ისტორიის კუთვნილება. არ ივიწყებს მათ შთამომავლობა. ამჯერადაც ასე მოხდა-მივიწყებული ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება ხელოვანთა საზოგადოებამ მზის სინათლეზე ამოიტანა, ნიკოს ნიჭმა, როგორც იქნა, სარდაფიდან ამოანათა. ფიროსმანის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა პირველ დიდ გამოფენაზე თბილისში. 1920 იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. ფიროსმანის თემატიკას კვალი დაამჩნია იმ სოც. გარემომ რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, როლებიც არსებითად თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების, ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს. ნიკო ფიროსმანისმანის გამოფენები გაიმართა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. ყველაზე დიდი აღიარება მხატვარს პარიზში, ლუვრის დიდ დარბაზში გამართულმა გამოფენამ მოუტანა. მხატვრის ძეგლი დაიდგა თბილისში, მშობლიურ სოფელში მირზაანში გაიხსნა მუზეუმი, მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამაყად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთ.